რუსთავში მამაკაცი გიურზამ დაკბინა
რუსთავში მამაკაცი გიურზამ დაკბინა. მამაკაცი ცენტრალურ საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზებული.
როგორც ქვეწარმავლის მიერ დაკბენილმა მამაკაცმა "ინფო რუსთავთან" საუბარში აღნიშნა, შხამიანმა გველმა მას საცხოვრებელი სახლის ეზოში უკბინა. ახალგაზრდა მამაკაცს ნაკბენი ხელის არეში, 2 ადგილზე აღენიშნება.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, პაციენტს აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და ამ ეტაპისთვის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ექიმის ინფორმაციით, თუ მამაკაცს ინტოქსიკაციის სიმპტომები გამოუვლინდება, მას რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანენ და შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ.
აღსანიშნავია, რომ მამაკაცმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება თავად გამოიძახა და გველის სახეობის დასადგენად, ქვეწარმავალი კლინიკაში მიიყვანა. ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან სპეციალისტებიც, რომლებმაც დაადასტურეს, რომ გველის ეს სახეობა ნამდვილად გიურზაა.