საშინელი ქვის ცვენა სომხეთში, რომელიც ტრაგედიით დასრულდა - დაღუპულია ქალი და მისი 12 წლის ვაჟი
სომხეთში კლდის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო იუწყება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულია ვანაძორის მცხოვრები, 35 წლამდე მამაკაცი, გარდაცვლილია მისი მეუღლე და 12 წლის შვილი.
ინციდენტი М-6 ავტომაგისტრალზე, საქართველოს საზღვართან ახლოს, ლორეს ოლქში მოხდა.
„მომხდარის შედეგად, დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა. გარდაიცვალა ორი ადამიანი. ერთი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, რომელიც ერევნის საავადმყოფოში გადაიყვანეს“ , - განაცხადეს უწყებაში.
ადგილზე მეგზევეები და მაშველები მუშაობენ. სამი საათის განმავლობაში ქალაქ ალავერდიდან საქართველოს საზღვართან დამაკავშირებელი მაგისტრალი დაკეტილი იყო.