საბერძნეთში 16 წლის ქართველ გოგონას ეძებენ - "დატოვებული ჰყავს 5 თვის ბავშვი... ბოლო 2 დღე ძალიან აგრესიული იყო, ბავშვსაც არ ეკარებოდა"
თითქმის ერთი კვირაა საბერძნეთის ქალაქ ათენში 16 წლის ქართველ გოგონას ეძებენ. არასრულწლოვანი ლ.მ-ს ძიების საქმეში ჩართულია საბერძნეთის უშიშროების სამსახური და სამართალდამცავი უწყებები.
გაუჩინარებული გოგონას მშობლები საქართველოში, ქობულეთის რაიონ სოფელ სამებაში ცხოვრობენ, ხოლო საბერძნეთში იგი დედამთილთან, მულთან, მეუღლესა და ხუთი თვის შვილთან ერთად ცხოვრობს. არასრულწლოვნის გაუჩინარების შესახებ განსხვავებული ვერსიები აქვთ გოგონას მშობლებსა და ქმრის ოჯახს.
დაკარგულის მული AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ გოგონა სავარაუდოდ სახლიდან გაიპარა და უცნობ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად მიიმალა.
6 დღის წინ დაკარგული გოგონას მული ირწმუნება, რომ მათ ხელთ აქვთ პაკისტანის მოქალაქე ალი ჰასანისა და მათი რძლის მიმოწერის ამსახველი სქრინები, რომელიც მოწმობს, რომ გოგონა მამაკაცთან ახლო ურთიერთობაში იყო და სავარაუდოდ, მასთან ერთად აპირებდა გაქცევას. პოლიციამ გამოაცხადა ძებნა პაკისტანის მოქალაქეზეც და აღმოჩნდა, რომ ისიც რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა.
რაც შეეხება არასრულწლოვანი გოგონას მშობლებს, ისინი მომხდარს ოჯახურ კონფლიქტს უკავშირებენ და ამბობენ, რომ აქვთ საეჭვო ვერსიები, რომელზეც საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.