"შემთხვევით ბიჭს გადავეყარე, რომელმაც გული შემიკუმშა და ჩემი ქართველობით კიდევ ერთხელ ამავსო სიამაყით" - ვიდეო, რომელიც ასე დაასათაურეს
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც რეპეტიციაზე ბიჭუნა გატაცებით ცეკვავს "ოსურს". ვიდეოს "ფეისბუქზე" ნატულიკა პაიკიძე ავრცელებს და მას ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს. "შეკვეთილში, შემთხვევით ბიჭს გადავეყარე, რომელმაც გული შემიკუმშა და ჩემი ქართველობით კიდევ ერთხელ ამავსო სიამაყით. ესეთ თაობას ზრდის ანსამბლი "თოლიგე", - წერს ნატულიკა პაიკიძე.