loader

"რუსთავი2" საგანგებო განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსთავი2" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

გიორგი გაბუნიას მიერ, გადაცემა P.S.-ში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2" ბოდიშს იხდის.

"მივიჩნევთ, რომ ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი ფასეულობის დასაცავად ჟურნალისტმა, თუნდაც საკუთარ საავტორო გადაცემაში საავტორო პოზიციის დაფიქსირების დროს უნდა დაიცვას არხის სარედაქციო პოლიტიკა და მაღალრეიტინგული ეთერისთვის შესაბამისი ეთიკური მოთხოვნები. გამოხატვის ფორმა, მათ შორის მწვავე და პროვოკაციული, დასაშვებია მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც ჯდება არხის მიერ განსაზღვრულ და ზოგადად საზოგადოებაში დადგენილ ეთიკურობის ფარგლებში. მივიჩნევთ, რომ გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმა არ არის შესაბამისობაში ჩვენი არხის მიერ დადგენილ მაღალ სტანდარტებთან და ამის შესახებ იმსჯელებს ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანო,"-ნათქვამია განცხადებაში.