გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე საპროტესტო მსვლელობა მოეწყო
სამოქალაქო აქტივისტები და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები სოლოლაკში, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ.
"გახარია წადი", "რუსეთი ოკუპანტია" - ამ მოწოდებით მათ მანქანებით მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს. მანქანების კოლონის ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც წავიდა.
აღნიშნულით, ისინი 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.
სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნა უცვლელია - ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.