loader

პერფორმანსი პარლამენტის წინ - აქციის მონაწილეებმა ცალი თვალი წითელი ნაჭრებით აიხვიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პერფორმანსი პარლამენტის წინ - აქციის მონაწილეებმა ცალი თვალი წითელი ნაჭრებით აიხვიეს

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა ცალი თვალი წითელი ნაჭრებით აიხვიეს. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა მონაწილეებს ნაჭრებით მარცხენა თვალის ახვევისკენ და ფანრის ქვევიდან სახეზე მინათებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც აქციაზე საქართველოს ჰიმნი შესრულდა.

პერფორმანსის მეორე ნაწილი 10-დან 1-მდე უკან დათვლა იყო, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა თავისუფლების ნიშნად წითელი ნაჭრები მაღლა ააგდეს და ზურგსუკან გადააგდეს. ამის შემდეგ ევროკავშირის ჰიმნი შესრულდა.

"მსოფლიო არ დაივიწყებს, თუ როგორ კრეატიულად ვებრძვით ამ დამპლებს", - განაცხადა მაქარაშვილმა.