"შემოვიდნენ ცივი იარაღით, თანხას და აიფონებს ითხოვდნენ" - რა ხდებოდა Iplus-ში პოლიციის მისვლამდე, თანამშრომელი დეტალებს ჰყვება
თბილისში, პეკინის ქუჩაზე, "აიპლიუსის" მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისას ერთი პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთი პირი შეეცადა მაღაზიის დაყაჩაღებას, თუმცა შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა დანაშაული აღკვეთეს. უწყების ცნობითვე, მამაკაცი, რომელიც მაღაზიის დაყაჩაღებას ცდილობდა, ადგილზევე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
იხილეთ პირდაპირი ეთერის ჩანაწერი ადგილიდან
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
იხილეთ პირდაპირი ეთერის ჩანაწერი ადგილიდან