"ქართველები ცდილობენ, მოძებნონ გამოსავალი, თუმცა არაფერი გამოდის" - "რასია 24"-ის პროპაგანდისტულ სიუჟეტში ლარის კურსის ვარდნას რუსი ტურისტების შემცირებას მიაწერენ
ტელეკომპანია "რასია 24"-ის სიუჟეტის მიხედვით, ქართული ლარის ისტორიული მინიმუმის მიზეზი რუსი ტურისტების ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვაა. "ქართველები ცდილობენ, მოძებნონ გამოსავალი, თუმცა არაფერი არ გამოდის", - ამბობს ახალი ამბების წამყვანი.