loader

ბუბა კიკაბიძე მის სიკვდილთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბუბა კიკაბიძე მის სიკვდილთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რა­დი გვერ­დი­დან მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ირო­ნი­უ­ლი ფო­ტო­თი და პოს­ტით ეხ­მა­უ­რე­ბა.
გუ­შინ რამ­დე­ნი­მე "ფე­ის­ბუქგვერდმა" გა­ავ­რცე­ლა ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ლე­გენ­და­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი გარ­და­იც­ვა­ლა. ყალ­ბი ამ­ბა­ვი სწრა­ფად მო­ე­დო სო­ცი­ა­ლურ ქსელს და თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის წამ­ყვან­მა პარ­ლა­მენ­ტის წინ შეკ­რე­ბი­ლებ­საც კი შე­ა­ტყო­ბი­ნა ამის შე­სა­ხებ და კი­კა­ბი­ძის ოჯახს მი­უ­სამ­ძიმ­რა. თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და და აქ­ცი­ა­ზე ბო­დი­შიც კი მო­ი­ხა­დეს ამის გამო.

სი­ნამ­დვი­ლე­ში ბუბა კი­კა­ბი­ძე თავს კარ­გად გრძნობს და ხუმ­რო­ბის გან­წყო­ბა­ზე­ცაა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ფეიკ ნი­უსს მომ­ღე­რა­ლი ასე­თი ფრა­ზით გა­მო­ეხ­მა­უ­რა:
"Как сказал великий Марк Твен: "Слухи о моей смерти сильно преувеличены" ("რო­გორც დი­დე­ბულ­მა მარკ ტვენ­მა თქვა: ხმე­ბი ჩემი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ძლი­ერ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია") - წერს მომ­ღე­რა­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და შე­სა­ბა­მის ფო­ტო­საც ავ­რცე­ლებს, სა­დაც შუათი­თის კომ­ბი­ნა­ცი­ას უჩ­ვე­ნებს მა­ვანთ.