ილია მეორე - ქართველი ადამიანი არის ცეცხლი და წყალი
პატრიარქმა ქართველ ხალხს 100 ათასი მოწამის ხსენების დღე მიულოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქართველ ხალხს 100 ათასი მოწამის ხსენების დღე მიულოცა და ქართველი ადამიანის ხასიათზე ისაუბრა.
პატრიარქი ამბობს, რომ ქართველი ადამიანი არის ცეცხლი და წყალი. "როგორი შეუთავსებელიც არის ცეცხლი და წყალი, ასეთი შეუთავსებელია ადამიანი თვისებებით", - აღნიშნა პატრიარქმა.
მან ასევე გაიხსენა 100 ათასი ქართველის წამების ისტორია და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი მათ იხსენებს მადლიერებით, რადგან მათ განამტკიცეს რწმენა და ქართველობა. უწმინდესის განცხადებით, წამებულ ქართველებს ძალას აძლევდა ის გენები, რომ იყვნენ ქართველები.
"გენებს, წინაპრებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმდენად დიდი, რომ ქართველი ადამიანის გენეტიკა ვერ მოსპო მტერმა, ვერ მოსპო მტერმა ქართული სული. ქართველ ადამიანს ახასიათებს სულის სიმტკიცე. ქართველი ადამიანი მოსიყვარულეა. ღმერთმა დაგვაჯილდოვა ჩვენ ამ თვისებით და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია სიძულვილი და ბოროტება ვატაროთ გულში. ადამიანი, რომელიც ატარებს ამას, თვითონვე ისჯება. ქართველი ადამიანი მოწყალეა.
ჩვენ შეიძლება არ შეგვიძლია იმხელა მოღვაწეობა, როგორიც შიო მღვიმელს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დახმარება, მოწყალება", - აღნიშნა პატრიარქმა.
ილია მეორემ მრევლს მოუწოდა, ჩამოწერონ საკუთარი დადებითი და უარყოფითი თვისებები და შემდეგ იბრძოლონ უარყოფითი თვისებების დაძლევისთვის.
იხილეთ: ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აუცილებლად უნდა მიენიჭოს- ილია მეორე
”ალილუია” უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს შესრულებით