როგორ გააპროტესტეს ქართველებმა რუსთაველზე განვითარებული მოვლენები ფრანკფურტში
''არა საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას'', '' ნუ მაბრმავებ '', ''ნუ მესვრი'', ''რუსეთი ოკუპანტია '', - ამ ლოზუნგებით ევროპაში მცხოვრებმა ქართველებმა ფრანკფურტის მთავარ მოედანზე აქცია გამართეს. მათ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მომხდარი ფაქტი გააპროტესტეს და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთხელ დაგმეს.
აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ქართველი სტუდენტის მარიამ ქურციკიძის თქმით, ახალგაზრდების დასახიჩრება უპატიებელი შეცდომაა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ფრანკფურტში მათი შეკრების მიზეზი ევროპისთვის იმის ჩვენებაა, რომ რუსეთი ოკუპანტია. ევროპაში მცხოვრები ქართველები სოლიდარობას უცხადებენ იმ ადამიანებს, რომლებიც თბილისში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციებს მართავენ.
ავტორი: სოფო კორტავა