loader

რატომ მივიდნენ რუსთაველზე ცალთვალახვეული ახალგაზრდები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ მივიდნენ რუსთაველზე ცალთვალახვეული ახალგაზრდები?

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფებიან მოძრაობის "რუსეთი ოკუპანტია" წარმომადგენლები. მათ თან აქვთ ბანერი: "გახარია აბრმავებს". გარდა ამისა, მოძრაობის წარმომადგენლებს ცალი თვალი ახვეული აქვთ ლენტით, რომელსაც აწერია 20%, ნიშნად იმისა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული.

აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნაა შს მინისტრის გადადგომა. ამასთან, ისინი ითხოვენ, რომ გუშინ ღამით განვითაებული მოვლენების დროს დაკავებულები გაათავისუფლონ. გარდა ამისა, მოთხოვნებს შორის არის 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება.

ასევე იხილეთ: პირდაპირი კადრები რუსთაველიდან - ამ წუთებში აქციას სტუდენტები შეუერთდნენ

სტუდენტი: გუშინ მე ვხედავდი პოლიტიკოსებს, რომლებიც ხალხს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ როცა ადამიანებს თვალები დასთხარა გახარიას უწყებამ, "ნაციონალური მოძრაობის" ვერც ერთი წევრი ვეღარ დავინახე