loader

სანდრა ბალოკი და კიანუ რივზი ერთმანეთს ხვდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სანდრა ბალოკი და კიანუ რივზი ერთმანეთს ხვდებიან

ჰოლივუდის ვარსკვლავებს კიანუ რივზსა და სანდრა ბალოკს 17 წელი დასჭირდათ იმის მისახვედრად, რომ ერთმანეთის მიმართ გულგრილნი არ არიან. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კიანუმ სანდრას შესახებ თქვა: "მშვენიერი, ენერგიული, პოზიტიური და ნიჭიერი", სანდრამ კი აღიარა, რომ რივზს აღმერთებს. არ გეგონოთ, წყვილს პლატონური ურთიერთობა ჰქონდეთ, ისინი ერთმანეთს ოფიციალურად ხვდებიან.

პაპარაცები წყვილს ბოლო დროს ერთად ხშირად ხედავდნენ. თუმცა ისინი ყველაფერს უარყოფდნენ. ახლა კი რომანტიკულ ურთიერთობას აღარ მალავენ.

"როდესაც სანდრამ 2011 წლის დასაწყისში რაიან რეინოლდსთან შეხვედრა დაიწყო, კიანუ ძალიან ეჭვიანობდა. ახლა, როცა ორივე თავისუფალნი არიან, ხელს არაფერი უშლით", - აცხადებს წყვილთან დაახლოვებული პირი.

ბალოკი და რივზი პირველად ერთმანეთს 1994 წელს "სიჩქარის" გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. მოგვიანებით კი 2006 წელს, ფილმ "სახლი ტბის პირას" გადაღებებზე.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე