loader

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის წინ - რა მოხდა, როცა აქციაზე ვატო შაქარიშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი გამოჩნდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის წინ - რა მოხდა, როცა აქციაზე ვატო შაქარიშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი გამოჩნდნენ

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე საკრებულოს წევრების ვატო შაქარიშვილის, ლევან გოგიჩაიშვილის და ჯაბა ჯიშკარიანის გამოჩენას აქციის მონაწილეების გაღიზიანება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც იქ მისულმა შაქარიშვილმა და ჯიშკარიანმა განაცხადეს, ამ აქციაზე საზოგადოების აზრი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ოკუპირებული. შაქარიშვილი სიტყვით გამოსვლას ცდილობდა, თუმცა, ამის საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. საკრებულოს წევრების განცხადებამ, რომ პროცესებსა და ხალხის განწყობებს „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს, აქციის მონაწილეები გააღიზიანა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ამის შემდეგ ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს.