სერგეი გავრილოვი სასტუმროდან გაიყვანეს - აქტივისტებმა დეპუტატს კვერცხები ესროლეს
გავრილოვი და რუსი დეპუტატები სასტუმრო "რედისონიდან" გაძლიერებული დაცვის თანხლებით გააპარეს - სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებსაც სასტუმრო "რედისონის" ყველა შესასვლელი გადაკეტილი ჰქონდათ, რუს დეპუტატებს კვერცხები ესროლეს.
კრიმინალური პოლიცია, სუსის და საპატრულო პოლიცია ცდილობდნენ დეპუტატები მედიისთვის შეუმჩნევლად მოეხერხებინათ. თუმცა "კურიერმა" გავრილოვის სასტუმროდან გაყვანის გადაღება მაინც შეძლო. როგორც ცნობილია, მოსკოვის მიმართულებით ფრენა ერთ საათშია დაგეგმილი.