პირდაპირი ეთერი პარლამენტიდან, სადაც ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სპიკერატი რუსი დეპუტატის ნაცვლად "ევროპული საქართველოს" წევრებმა დაიკავეს
პირდაპირი ეთერი პარლამენტიდან, სადაც ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სპიკერატი რუსი
დეპუტატის ნაცვლად "ევროპული საქართველოს" წევრებმა დაიკავეს.
ვიდეო: "ტვ პირველი"
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია.
აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას აპროტესტებს საპარლამენტო ოპოზიცია.
სესიას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი "კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვი უძღვება, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ.
ოპოზიციის განცხადებით, სერგეი გავრილოვს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი" აქვს დარღვეული, რასაც უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უარყოფს.
გენერალური ასამბლეა 21 ივნისს დაიხურება.
ამ წუთებში პარლამენტის სასესიო დარბაზში დელეგატთა სიტყვით გამოსვლა მიმდინარეობს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა.