loader

როგორ გამოიყურებოდა "ველური გულის" "მონიკა" გარდაცვალებამდე 1 თვით ადრე, ტელეეკრანზე უკანასკნელი გამოჩენისას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურებოდა "ველური გულის" "მონიკა" გარდაცვალებამდე 1 თვით ადრე, ტელეეკრანზე უკანასკნელი გამოჩენისას

90-იანი წლების პოპულარული მექსიკური სერიალის, "ველურის გულის" მსახიობი ედიტ გონ­სა­ლე­სი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ "ტელემუნდო" ავრცელებს. მსახიობი ბოლო წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.

მან თმბის გა­რე­შე არა­ერ­თი ჟურ­ნა­ლის­თვის იპო­ზი­ო­რა. სურდა, შვი­ლის­თვის მა­მა­ცი დედა ყოფილიყო და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ სიმ­სივ­ნეს და­ა­მარ­ცხებდა. და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ­მა პირ­ვე­ლად 2017 წელს ისა­უბ­რა.

"სიმ­სივ­ნე­ზე იუ­მო­რით ვლა­პა­რა­კობ. ეს არა­ვის ეს­მის, რად­გან მე შავი იუ­მო­რი მაქვს, თუმ­ცა არ მივ­ცემ ნე­ბას, და­მა­მარ­ცხოს - არც სუ­ლი­ე­რად, არც ფი­ზი­კუ­რად" - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გონ­სა­ლეს­მა.

მსახიობს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი დარჩა, კონ­სტან­ცა, რო­მე­ლიც მექ­სი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის­გან, სან­ტი­ა­გო კრი­ლის­გან შე­ე­ძი­ნა. ედიტ გონ­სა­ლე­სმა უამრავ სერიალში ითამაშა, თუმცა ქართველ მაყურებელში პოპულარობა მას "ველურმა გულმა" მოუტანა. სერიალში მისი პარტნიორი ედუ­არ­დო პა­ლო­მო იყო. "ხუანის" როლის შემსრულებელი 41 წლის ასაკ­ში ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.