loader

რატომ ვიცინით? (+ მცირე ექსპერიმენტი: არის თუ არა გადამდები ის) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ ვიცინით? (+ მცირე ექსპერიმენტი: არის თუ არა გადამდები ის)

რა არის სიცილი? ამის გასარკვევად ამერიკელმა ნეირობიოლოგმა და ამჟამად მერილენდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა რობერტ პროვინიმ 20-წლიანი მძიმე სამუშაო ჩაატარა. 2001 წელს გამოქვეყნებულ თავის წიგნში "სიცილი: სამეცნიერო კვლევა", ავტორი წერს: "სიცილი ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სიგნალია და ის ყოველთვის გულისხმობს ურთიერთობას".

პროვინი სწავლობდა, კონკრეტულად რა დროს ვიცინით და დაასკვნა, რომ ჩვენ ამას 30-ჯერ უფრო ხშირად ვაკეთებთ, როდესაც ადამიანების გარემოცვაში ვართ, ვიდრე როდესაც მარტოები ვართ.

ამბობენ იმასაც, რომ სიცილი გადამდებია. იმის დასადგენად, არის თუ არა სიცილი გადამდები, "პალიტრავიდეომ" ჩაატარა ექსპერიმენტი.