loader

როგორ გამოიყურება ლილოში ე.წ. ჩინელების ბაზრობა, სადაც წუხელ ძლიერი ხანძარი იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება ლილოში ე.წ. ჩინელების ბაზრობა, სადაც წუხელ ძლიერი ხანძარი იყო

თბილისში, ლილოს დასახლებაში, ე.წ. ჩინურ ბაზრობასთან, სადაც წუხელ ხანძარი იყო, საპატრულო პოლიცია რჩება. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით და შიგნით შესვლის საშუალებას არავის აძლევენ. გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია გამთენიისას მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი, 17 ავტოცისტერნა და სამაშველო ჯგუფები.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მათივე ცნობით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია დაადგენს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.