თბილისის ზღვაში 23 წლის ბიჭი დაიხრჩო
თბილისის ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. როგორც "პალიტრა ნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილი 23 წლის ბიჭია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.