რა მარშრუტი უნდა გაევლო ვერტმფრენს ჩამოვარდნამდე - განმარტებას კომპანია "ავიატორის" დირექტორი აკეთებს
კომპანია "ავიატორის" დირექტორისთვის უცნობია, რა გახდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი. მისი თქმით, ვერტმფრენს ტექნიკური შემოწმება სისტემატურად უტარდებოდა. დირექტორის განცხადებით, ვერტმფრენმა ბოლო შემოწმება 22 მაისს გაიარა და ის ტექნიკურად გამართული იყო.
მისი თქმით, ვერტმფრენი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ვერტმფრენში სამი ადამიანი იჯდა: პილოტი, კომპანია "ავიატორის" თანამშრომელი და ასევე, სასტუმრო "რუმსის" თანამშრომელი. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.