მგზავრების საყურადღებოდ: პირველი ივლისიდან მეტროს მიმოსვლის განრიგი იცვლება
მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან მეტროში ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, მეტროს რეაბილიტაციის პროექტი კაბელების შეცვლასთან ერთად, ასევე, ითვალისწინებს 28 საგვირაბე გამნიავებლისა და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორის მონტაჟს. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მილიონი დოლარია გამოყოფილი.
მისივე ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო 1-ლი ივლისიდან მეტრო 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს.
მისივე ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო 1-ლი ივლისიდან მეტრო 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს.