"მწარე ტკივილი, შიგნიდან მწვავს, დამელოდეთ, არსად წახვიდეთ" - ბოლო პოსტი, რომელიც მე-9 კლასელმა გოგონამ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე დაწერა
თბილისში მე-9 კლასელი გოგონა კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. გოგონა 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.
გოგონამ 16 საათის წინ "ფეისბუქში" ბოლო პოსტი დაწერა. გარდაცვლილი გოგონა ავარიაში ტრაგიკულად გარდაცვლილი მევლუდ მელაძისა და სალომე გველესიანის ვაჟის მეგობარი იყო.
"ტკივილი. მწარე ტკივილი. შიგნიდან მწვავს.
ყველაზე მეტად მიყვარხართ.
ყოველთვის მეყვარებით.
დამელოდეთ.
არსად წახვიდეთ.
მოვა დრო და ორივეს ისევ ჩაგეხუტებით.
ისევ ვივლით და დავიწყებთ რაღაცების გაფუჭებას.
მენატრებით.
მაძუგები ფორევერ <3 !!" - წერდა მე-9 კლასელი გოგონა.
გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც 123-ე საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ლოსაბერიძე აცხადებს, მომხდარის შესახებ სკოლამ დღეს დილით გაიგო ერთ-ერთი მოსწავლისგან. ლოსაბერიძის თქმით, შემთხვევა გუშინ ღამით, მოზარდის საცხოვრებელ სახლში მოხდა.