"მადლობა "ქართულ ოცნებას" ექსტრიმისთვის" - წარმოუდგენელი კადრები: თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა მდინარე გეგონებათ
თუშეთთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე არსებული მძიმე მდგომარეობა ბოლო რამდენიმე დღეა, კიდევ უფრო გაუარესდა. ერთადერთ საავტომობილო გზაზე, სოფელ ხისოსთან, მდინარე მცირე ალაზნის დაგუბების გამო ტბა არის წარმოქმნილი, რომელიც გზაზე გადაადგილებას შეუძლებელს ხდის. როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტები, რომლებსაც წინასწარ აქვთ დაჯავშნილი საოჯახო სატუმროები თუშეთში, აღნიშნულის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ითხოვენ კონკრეტულ პასუხს კითხვაზე, თუ როდის აღდგება გზა. გარდა ტურისტული პრობლემისა, ეს მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის იქაურ მოსახლეობასაც. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელ ხისოსთან არსებული მდგომარეობის გამო მათ ხშირად ეღუპებათ შინაური ცხოველები. აღსანიშნავია, რომ შარშან გზის აღდგენით სამუშაოებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. სატვირთო მანქანა, რომლითაც 56 წლის ტარიელ სახოკია გზის აღსადგენად ქვა-ღორღს ეზიდებოდა, მდინარე ალაზანში გადავარდა.
სოფელ ხისოს მკვიდრმა გიორგი იჭირაულმა, რომელიც ტურისტულ საქმიანობას ეწევა, საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" ვიდეო გამოაქვეყნა, სათაურით: „მადლობა ქართულ ოცნებას ექსტრიმისთვის“. ვიდეოში ასახულია, გზის სავალ მონაკვეთზე წარმოქმნილ ტბაში როგორ ცდილობენ გადაადგილებას ცხოველები.