"დედაც მოუკვდა, მამაც მოუკვდა და თვითონაც წავიდა" - სიღნაღში, დაბადების დღეზე, 36 წლის მამაკაცი მოკლეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტში 36 წლის მამაკაცი მოკლეს. დანაშაულში ეჭვმიტანილი მოკლულის მეგობარია. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, სოფელ ბოდბისხევში მოხდა.
მოკლული ბექა ჭაბაშვილის ოჯახის ინფორმაციით, მეგობრები დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჭაბაშვილს სასიკვდილო დაზიანებები, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ის წნორის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაპირისპირების დროს მოკლულიც და მისი მეგობარიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
საქმეზე გამოძიება დაიწყო.