"არც ტრანსპორტი, არც გზა, არც კანალიზაცია, არც წყალი, 5-ჯერ-10-ჯერ მოიგეს, ფულები შეჭამეს, მაგრამ არავის არაფერი გაუკეთებია" - რა გახდა გზის გადაკეტვის და "მარშრუტკების" შეფერხების მიზეზი
აქცია კაიროს ქუჩაზე - გზის გადაკეტვის და მოსახლეობის პროტესტის მიზეზი წყლის მილების დაზიანება გახდა. კაიროს ქუჩის მცხოვრებლების მტკიცებით, ტერიტორიაზე რამდენიმე თვეა დაზიანებულია სასმელი წყლის მილები, რის გამოც ონკანში დაბინძურებული წყალი მოდის.
სასმელი წყლით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. მოსახლეობის ინფორმაციით, გამგეობა მათ პრობლემებს ვერ აგვარებს და პასუხისმგებლობას კერძო კომპანიას - "წყალსადენს" აკისრებს. კაიროს ქუჩაზე ამ წუთებში მოძრაობა აღდგენილია, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ პრობლემა არ მოგვარდება, ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.