loader

კადრები ჟვანიას მოედნიდან, სადაც წყლის მილის დაზიანებამ სახლები და სარდაფები დატბორა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ჟვანიას მოედნიდან, სადაც წყლის მილის დაზიანებამ სახლები და სარდაფები დატბორა

ჟვანიას მოედანთან, მგალობლიშვილის ქუჩაზე, წყლის ცენტრალური მილის დაზიანების შედეგად, საცხოვრებელი სახლები და სარდაფები დაიტბორა.

ადგილზე საბურთალოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გაიოზ ვასაძე იმყოფება. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ წუთებში სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს.

"მგალობლიშვილის ქუჩაზე მოხდა 1000-იანი წყლის მილის დაზიანება, რომელმაც ამ მონაკვეთზე გამოიწვია გზის ჩავარდნა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და კომერციული ფართის სარდაფები. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვა. დასუფთავდა და ამ წუთებშიც გრძელდება შლამისგან ჟვანიას მოედნისა და მიმდებარე ქუჩების გაწმენდა. GWP-ის სამსახური აღწერს სიტუაციას, თუ რა ზარალი მიიღო მოსახლეობამ. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ეს პრობლემა. დაშავებული არავინაა, დაზიანებულია 2 ავტომობილი, რომელსაც სერიოზული დაზიანება არ აქვს.

რაც შეეხება წყლის მიწოდების აღდგენას, GWP-ის სამსახური ცდილობს წყლის გადართვას და ჟვანიას მოედანსა და მიმდებარე ქუჩებს სასმელი წყლის მიწოდება შეძლებისდაგვარად აღუდგება", - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.