რატომ არ დადის "მარშრუტკების" დიდი ნაწილი დღეს დილიდან თბილისში - "მიკროავტობუსი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
მოგახსენებთ, რომ 3 ივნისს, დილის 06:00 საათზე, კაიროს ქუჩაზე მდებარე თბილისის მიკროავტობუსების ავტოფარეხიდან სატრანსპორტო საშუალების სამუშაო ხაზებზე გასვლას შეექმნა პრობლემა. ადგილობრივმა მოსახლეობა, გასასვლელი ჩაკეტა კონკრეტული მოთხოვნების საფუძველზე, რომლებიც არ უკავშირდება კომპანიის მუშაობას. ამ დროისთვის ავტოფარეხიდან მიკროავტობუსების გასასვლელი გათავისუფლებულია და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია.