ჩხუბი ქალ ფეხბურთელებს შორის ჩხოროწყუში - 3 გოგონა ტვინის შერყევით საავადმყოფოში მოხვდა
ჩხოროწყუში, საფეხბურთო სტადიონზე გამართული მატჩი, სადაც ერთმანეთს ქალთა გუნდები: ხობის "კოლხეთი" და ჩხოროწყუს "სამეგრელო" ხვდებოდა, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა ხობის "კოლხეთის" 3 ფეხბურთელი გოგონა, რომლებიც ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ვიდეოს საფეხბურთო კლუბი ხობის "კოლხეთი" ავრცელებს.
ვიდეოს საფეხბურთო კლუბი ხობის "კოლხეთი" ავრცელებს.