კადრები რუსთავიდან, სადაც გამოძახებაზე მისულ მეხანძრეებს ხანძრის ნაცვლად მწვადი დახვდათ
რუსთავში, კოსტავას გამზირზე გამოძახებულ სახანძრო ბრიგადას ხანძრის ნაცვლად მწვადი დახვდა. როგორც "ინფო რუსთავი" იუწყება, 112-ში მეზობელმა დარეკა და განაცხადა, რომ მესამე სართულის აივანზე ხანძარი იყო. აღნიშნულ მისამართზე დროულად მივიდა სახანძრო-სამაშველოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ბინაში მეგობრები იყვნენ შეკრებილი და აივანზე მწვადს წვავდნენ.