წმინდა ნინოს გზაზე ლოცვითი მსვლელობა 42 დღე გაგრძელდება - მასში მონაწილეობას პრეზიდნეტიც გეგმავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობა არნიშნავს ამასთან დაკავშირებით წმინდა ნინოს გზაზე ლოცვითი მსვლელობა გაიმართება, რომელიც 42 დღე გაგრძელდება და 12 ივლისს დასრულდება. მსვლელობაში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტიც გეგმავს. კუმურდოს და კარის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზის ალექსანდრე ქასრაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, სოფელ საღამომდე გაივლის წმინდა ნინოს გზას, რომელიც მონასტრიდან რამდენიმე საათის სავალზეა. როგორც დეკანოზი აღნიშნავს, წელს ამ ლოცვით მსვლელობაში, სხვადასხვა ეპარქიის როგორც სასულიერო, ისე საერო პირები მიიღებენ მონაწილეობას.