მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომანქანის მართვის უფლება მოქალაქეებს 18 წლიდან მიენიჭებათ
მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომანქანის მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება. ამას შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის. როგორც უწყება განმარტავს, ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოდან დიდ უმრავლესობაში „B“ კატეგორიის მართვის მოწმობის უფლების მინიჭება 18 წლიდან ხდება. იმ ქვეყნებში კი, სადაც აღნიშნული კატეგორიებისთვის მინიმალური ასაკი არის 17 წელი, საგზაო უსაფრთხოების ნორმები გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ამ ეტაპზე საქართველოში.
ასევე იხილეთ: ცვლილება მართვის მოწმობის გამოცდაში - პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება
ასევე იხილეთ: ცვლილება მართვის მოწმობის გამოცდაში - პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება