ნანა კოსტავამ, რომელმაც გუშინ, ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დაზე დამცინავი პოსტი დაწერა, თანამდებობა დატოვა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია " ქართული ოცნება-კონსერვატორების" წევრმა ნანა კოსტავამ ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო "ფეისბუქზე" ავრცელებს.
"ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია " ქართული ოცნება-კონსერვატორების" წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.
ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს (31.05.2019) გამართულ სხდომაზე მიიღეს.
ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს." - ნათქვამია პოსტში.
შეგახსენებთ, რომ 30 მაისს ნანა კოსტავამ იმ გოგონას ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს, 16 წლის და დაეღუპა. პოსტს ჰქონდა წარწერა: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"
მოგვიანებით კოსტავამ პოსტი წაშალა და განაცხადა, რომ ტრაგედიის შესახებ არ იცოდა და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო.
ასევე დაგაინტერესებთ: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" - ლაგოდეხში ტრაგიკულად გარდაცვლილი გოგონას დას ქუთაისის საკრებულოს წევრმა დამცინავი სტატუსი მიუძღვნა
სრული ჩანაწერი: ქუთაისელი დეპუტატის პირველი კომენტარი ჟურნალისტთან მას შემდეგ, რაც 16 წლის გოგონას დისთვის დაწერილმა სტატუსმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია
"16 წლის ბავშვი არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რაც დაემართა" - რას ამბობს საბედისწერო ექსკურსიაზე გარდაცვლილი გოგონას და