უამრავი სამართალდამცველი და პოლიციის ავტომობილი - ქართველები, რომლებიც ბარსელონაში სკოლის შენობას აფარებდნენ თავს, გამოასახლეს
ბარსელონაში მდებარე მენენდეს პიდალის სახელობის სკოლა ჯერ კიდევ 2011-12 წლებში დაიხურა. შენობამ მეორე სიცოცხლე წარმატებული სერიალის, "მერლის" გადაღებების დროს დაიბრუნა. თუმცა სკოლის შენობის ისტორია ამით არ დასრულებულა: როდესაც გადაღებები დასრულდა, სხვა რეალობა დადგა და შენობაში იდეალური თავშესაფარი ქართული წარმოშობის კრიმინალებმა იპოვეს, - ამის შესახებ ესპანური გამოცემა elperiodico წერს.
ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბარსელონის ერთ-ერთი სკოლის შენობიდან გუშინ გამოსახლებული ქართველი ოჯახები მოლაპარაკებების შემდეგ ჰოსტელში მხოლოდ ერთი დღით დატოვეს.
ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბარსელონის ერთ-ერთი სკოლის შენობიდან გუშინ გამოსახლებული ქართველი ოჯახები მოლაპარაკებების შემდეგ ჰოსტელში მხოლოდ ერთი დღით დატოვეს.