მანქანის "ბარდაჩოკში" იპოვეს ქალი, რომელსაც საზღვარზე გადაპარვა სურდა
მიგრანტი მანქანის სანივთე უჯრაში იმალებოდა. ის სასაზღვრო პოლიციამ ესპანეთისა და მოროკოს საზღვარზე შენიშნა. ის გახლდათ იმ ოთხი მიგრანტიდან ერთ-ერთი, რომლებიც განაწილებულები იყვნენ სხვადასხვა მანქანაში. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მათგან ორს მწვავე ინტოქსიკაცია აღენიშნება, იმ პირობებიდან გამომდინარე, რა პირობებშიც მოუწიათ მგზავრობა. მათგან სამი მძღოლი დაკავებულია, ერთი კი უკვე გაათავისუფლეს.