რუსთავის ავტობაზრობაზე ერთმანეთს 4 ახალი ავტომობილი შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავის ავტობაზრობაზე. ერთმანეთს "ბე-ემ-ვეს", "მითსუბიშის", "ტოიოტასა" და "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილები შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.