რომელ რეგიონში ელოდებიან დღეს საღამოს სეტყვას და როდიდან გამოიდარებს მთელ საქართველოში
სეტყვა დამახასიათებელია მაის-ივნისისთვის და აღმოსავლეთ საქართველოსთვის, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სეტყვის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ მაის-ივნისის თვეებზე მოდის. ამასთან, როგორც სვეტლანა ნიორაძემ აღნიშნა, ხვალიდან ამინდი გაუმჯობესდება.
"დღეს დაისეტყვა თბილისის ცალკეული უბნები. კახეთის რამდენიმე სოფელშიც იყო სეტყვა. ხვალიდან უკეთესი ამინდი გვექნება, მაგრამ საღამოს საათებში არის ხანმოკლე წვიმის და ელჭექის შესაძლებლობა. მაგრამ დღევანდელთან, გუშინდელთან და წინა დღეებთან შედარებით, უკეთესი ამინდი იქნება და ტემპერატურაც მოიმატებს", - აღნიშნა ნიორაძემ.