"აზერბაიჯანის არც ერთი მოქალაქე არ ამოსულა, არიან მხოლოდ მესაზღვრეები და ისევე, როგორც ჩვენ, ისინიც ასრულებენ მოვალეობას" - თემურ კუპატაძე
მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ყველა დანაყოფი ადგილზე, რომ თავიდან ავირიდოთ ყველანაირი პროვოკაცია და ასევე, უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, - ამის შესახებ სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, თემურ კუპატაძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯში განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დილიდან მესაზღვრეები აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მონიტორინგს ახორციელებენ ტერიტორიაზე, სადაც მომლოცველები უნდა გადაადგილებულიყვნენ.
ასევე დაგაინტერესებთ: ინციდენტი ჩიჩხიტურის კოშკთან - რამ გამოიწვია აქციის მონაწილეთა ნაწილის უკმაყოფილება?
ასევე დაგაინტერესებთ: ინციდენტი ჩიჩხიტურის კოშკთან - რამ გამოიწვია აქციის მონაწილეთა ნაწილის უკმაყოფილება?