loader

შვედური მედიის საგანგებო სიუჟეტი ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებებზე და შვედური პოლიციის გაფრთხილება მოქალაქეებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შვედური მედიის საგანგებო სიუჟეტი ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებებზე და შვედური პოლიციის გაფრთხილება მოქალაქეებს

მას მერე, რაც ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე, სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხდება საქართველოდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, რაც აშკარაა, რომ ამ ქვეყნებს უკვე პრობლემას უქმნის. ამას ემატება საქართველოს მოქალაქეების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტებიც, რაც გარდა იმისა, რომ ქვეყნის იმიჯს მნიშვნელოვნად აზარალებს, სულ უფრო მეტად უქმნის საფრთხეს ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებას.

როგორც ირკვევა, ამჯერად გაზრდილ "ქართულ კრიმინალზე" უკვე შვედეთიც წუხს. ერთ-ერთმა წამყვანმა სატელევიზიო არხმა ორიოდე დღის წინ საინფორმაციო გამოშვების გამხსნელ სიუჟეტად გაუშვა სწორედ ქართველი კრიმინალების თაობაზე მომზადებული მასალა.

როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, ბოლო წლების განმავლობაში შვედური პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ჩადიან საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებების წევრები, რომლებიც იპარავენ შვედეთში, შემდგომ ახერხებენ ნაქურდალის ქვეყნიდან გატანას და უცხოეთში გაყიდვას.

სიუჟეტის თანახმად, ირკვევა, რომ შვედეთში ქურდობის შემთხვევები ბოლო ხანს გაზრდილია, დამნაშავეთა შორის კი ჭარბობენ ქართველი კრიმინალები. შესაბამისად, გაზრდილია საქართველოს მოქალაქეების დაკავების რიცხვიც.