"გარეჯი ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია და ამის დათმობას ქართველი ადამიანი არაფრის ხარჯზე, არანაირ ფასად არ აპირებს" - მეუფე ეფრემი
მშვიდობიანად უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი, რადგან დღეს დასაკარგი და დასათმობი არაფერი აღარ აქვს, რადგან ისედაც ბევრია დათმობილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა განუცხადა, რომელიც სასულიერო პირებთან ერთად დავით გარეჯში იმყოფება. დავით გარეჯში აქციის - "გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია", მონაწილეები იკრიბებიან. როგორც მეუფემ აღნიშნა, აქცია მშვიდობიანია, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ დავით გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.