"ვიცი, გამიბრაზდებოდი, ვერ ვასრულებ დანაპირებს და ძალიან ბევრს ვტირი, შენს გოგოსაც ვაწუხებ" - ოზურგეთში, ავარიისას დაღუპული ბაიკერის მეუღლის ემოციური წერილი
ოზურგეთში, ავარიისას დაღუპული 25 წლის ბაიკერის, მამუკა ნაცვალაძის მეუღლე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს. როგორც ქეთევან ნარიმანიშვილი წერს, დროსთან ერთად სიყვარული და მონატრება კიდევ უფრო უძლიერდება და მას სწორედ ამის ეშინია.