რა კომენტარს აკეთებს ლექტორი, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ომარ მახარაძე სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით მისი სტუდენტის ბრალდებებს უარყოფს. როგორც ომარ მახარაძემ Tv25-ის ეთერში განაცხადა, ტელეფონის "აიქლაუდი" გაუტეხეს. დეპუტატი გამოძიების შედეგებს ელოდება. მისი შეფასებით, ეს არის დაგეგმილი სიცრუე, სიბინძურე. შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონა ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.