საქართველოში კიდევ სამი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა
საქართველოში კიდევ სამი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა. კერძოდ, საუბარია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს (შე-პე-სე) "აქსიფინაზე", "მისო კავკასიის მიკრო კრედიტსა" და "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტზე". ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, გაუქმდა მათი, როგორც მისოს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციების ლიკვიდაციის პროცესი.
მიმდინარე წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63; მარტში კი - 61 მისო ფუნქციონირებდა; ხოლო 21 მაისის მდგომარეობით ქვეყანაში 59 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, თუმცა, ამ ჩამონათვალში ჯერ კიდევ არ არის ასახული შპს (შე-პე-სე) "მიკრო ინვესტის" გაუქმება. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, რეალურად 58 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებს.
აღსანიშნავია, რომ წლიურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რაოდენობა უკვე 14-ით არის შემცირებული. კერძოდ, გასული წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოში 72 მისო იყო რეგისტრირებული.