ხმაური სასამართლოში, როდესაც ხორავას საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ დ.ღ-ს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ დ.ღ.-ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
მას ასევე პატიმრობაში გატარებული 6 თვე სასჯელის მოხდად ჩაეთვლება. დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს. სასჯელის გამოცხადებამდე მოსამართლემ დასანიშნ სასჯელთან დაკავშირებით მხარეების პოზიციები მოისმინა.
სასჯელის ზომის გამოცხადებას სასამართლოს დარბაზში დ.ღ.-ს ახლობლების მხრიდან ხმაური მოჰყვა.