თბილისის ულამაზესი ხედები 31-ე სართულიდან და მარკეტერების კულინარიული შეჯიბრი - #CHEFმარკეტერი გრძელდება
კულინარიული შეჯიბრი #CHEFმარკეტერი გრძელდება. ჟურნალ "გემრიელიას" მორიგ ღონისძიებას, ამჯერად სასტუმრო „ბილტმორის“ ბარ-რესტორანმა "ზიმი" უმასპინძლა. 31-ე სართულიდან თბილისის უმშვენიერესი ხედების ტკბობის პარალელურად, 7 კომპანიის წარმომადგენელი ერთმანეთს გემრიელი სალათის მომზადებაში ეჯიბრებოდა.