ჭავჭავაძის ქუჩაზე სანაგვე ურნებს მიწისქვეშ მოაქცევენ - კახა კალაძის ახალი ინიციატივა
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, სანაგვე ურნების მიწისქვეშ გადატანის საპილოტე პროექტის განხორციელება ჭავჭავაძის ქუჩიდან დაიწყება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას აღნიშნული საპილოტე პროექტის ჭავჭავაძის ქუჩაზე განხორციელება დაავალა და აღნიშნა, რომ სანაგვე ურნების მიწისქვეშ გადატანა სხვა ქუჩებსაც შეეხება, სადაც რეაბილიტაცია განხორციელდება.