სააკაშვილი გაწიეს და ის ცდილობს მაქსიმალური რადიკალიზაციით ისევ შემოვიდეს პოლიტიკაში - დავით ჭიჭინაძე
მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია შეთანხმება და ეს პარტიაში განხეთქილებაზე აუცილებლად აისახება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. როგორც ის აცხადებს, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილი „გაწია“ და ის ახლა მაქსიმალური რადიკალიზაციით ცდილობს პოლიტიკაში შემოსვლას.