"თამამი სელფი გამომიგზავნე" - ბათუმელი სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონა ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გაზეთი "ბათუმელები" სტატიას აქვეყნებს. გოგონამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართა.
როგორც სტუდენტი აცხადებს, მას უნივერსიტეტის ლექტორი სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს სწერდა. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. მომხდარის გამო, მეორე კურსის სტუდენტი გოგონა საგამოძიები ორგანოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. 19 წლის გოგონა ამბობს, რომ აქვს ფაქტის დამადასტურებელი ფოტო მასალა და პირადი მიმოწერა.
ფაქტს ეხმაურება აჭარის ტელევიზიაც.