"გთხოვ, ლევან, აბა, შენ იცი, მიდი! თვალებს დავხუჭავდი დიდი სიამოვნებით" - ქართველი კომენტატორების ემოციური შეძახილები ტოჩინოშინის მორიგ გამარჯვებაზე
ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ნაცუ ბაშოს მე-10 დღეს მე-9 გამარჯვება იზეიმა.
ტოჩის მეტოქე იაპონელი კომოსუბი მიტაკეუმი იყო, რომელსაც უპრობლემოდ მოუგო, ქართველმა ფალავანმა მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.
ლევანი ოძეკის ტიტულის დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა და მხოლოდ 1 გამარჯვება სჭირდება. ამასთანავე, ტოჩინოშინი ჩემპიონობისთვისაც იბრძვის და ტურნირის სათავეშია. უნდა აღვნიშნოთ, რომ მისმა მთავარმა მეტოქემ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, იოკოძუნა კაკურიუმ დღეს მოიგო და ლევანის მსგავსად 9-1-ზე აქვს ბალანსი.